ჩემი პროექტი
- პროექტის დასახელება: "დიდება შრომის ხელშია" - ლეონარდო და ვინჩი.
- პროექტის მთავარი იდეა;
- პროექტის აქტუალობა;
- პროექტის მიზნები;
- მონაწილეთა ასაკი;
- ვადები/ხანძლივობა;
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;
- პროექტის მსლელობა (ძირითადი აქტივობები);
- საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : თამარ ფალავანდიშვილი;
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tamria1982@gmail.com;
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;-tamarpalavandishvili.blogspot.com
"დიდება შრომის ხელშია"-ლეონარდო და ვინჩი
( რენესანსის აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი)
პროექტის მთავარი იდეაა შეისწავლოს რენესანსური აღორძინების ერთერთი ცნობილი და აღიარებული იტალიელი არქიტექტორის, მუსიკოსის; გამომგონებელის, ინჟინერის, ანატომის, მოქანდაკეს, ბუნებისმეტყველის და მხატვარის მოღვაწეობა მისი შემოქმედება. კველავა-ძიების შედეგად განუვითარდეს მოსწავლეებს ლოგიკური მსჯელობა, ხელოვნებისადმი სიყვარულისა და ინტერესის აღძვრა-განვითარება. ; შეაფასონ თუ რა უნიკალური და განუმეორებელი ხეოვნების ნამუშები აქვ შექმნილი ლეონარდო და ვინჩის. ის ისტორიის ნაწილია, რომელმაც შექმნა ორმაგი მირორენცეფალიოტური კონფურომა. ეს ერთის მხრივ საინტერესო, ხოლო მეორეს მხრივ კი გასაოცებელი შედევრი, ნათელი მაგალითი იყო, არის და იქნება იმისა რომ ადამიანის გონება არ შემოისაზღვრება მხოლოდ მარტივი ლოგიკური გამოთვლებით და მათემატიკური აქსიომების მრავალ მხრივი რეინტერპრეტაციით. ეს თეორია ლათინურად სიტყვა სიტყვით ნიშნავს
mirroren-ორმაგი,cefaliotic-ცეფალიოტური) სააზროვნო,confuromja-კონფურომა (დანიშნულება). ჩვენი ცოდნა ფაკულტატიური მეცადინეობებით, კლასგარეშე ლიტერატურით, სასკოლო ექსკურსიებით გავიღრმავეთ და შევეცადეთ ამ საინტერესო ადამიანზე მოგვეპოვებია ბევრი საოცარი შემოქმედება. ლეონარდო და ვინჩმა, როგორც მხატვარმა, ბრძენმა შემოქმედმა, მეცნიერმა და პიროვნებამ, სრულყოფილად ალბათ თვითონაც არ იცოდა, თუ როგორი უნიკალური სულიერი განძი შეუქმნა კაცობრიობას (ადამიანი და მისგან მომდინარე გენიაც ხომ უფლის საიდუმლოებითაა მოცული).ვცადეთ გაგვეცნო ძველბერძნული ანტიკური ხელოვნების, ფილოსოფის და მეცნიერების, კაცობრიობის ერთ-ერთი ცივილიზაციის, კერძოდ, ხელოვნების ისტორიის უკიდეგანო ოკეანეში ჩავძირულიყავით და განგვეხილა მისი ზეგავლენა დღეისთვის.
პროექტი მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვინც ხელოვნების შესწავლითაა დაინტერესებული და ვისაც აინტერესებს ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება და მისი ოღვაწეობა. ოდითგანვე ასე ყოფილა დაკანონებული, სამყაროს ცისფერ გამჭვირვალე წიგნში – დაზგური ფერწერისა და ქანდაკების მეშვეობით იწყება ხელოვნებაში ნოვატორული ფორმების აღმოჩენა. განა ასე არ დაიწყეს ჩვენმა პირქუშმა და უმეტყველო შორეულმა წინაპრებმა ბუნების მოვლენების და ცხოველების გამოსახვა გამოქვაბულის კედლებზე, ველური კერიის ცეცხლზე გამომწვარი თიხის ფხვნილისაგან შემზადებული უკვდავი ფერების მეშვეობით?!.
პ პროექტის აქტუალობა იმდენად , რამდენადაც სამყაროს და დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ნიჭის განვითარება და წინსვლა თავის ღვთიურ მისიას აგრძელებს და ის უსასრულოა,მოსწავლეებისთვის და საზოგადოებისთვის ხელოვნების ისტორია და მხატვარის შემოქმედება, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩის ნიმუშები ყოველთვის აქტუალურია, ამით განვავითარებენ ჯგუფის წევრები სოციალურ უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ერთმანეთის მოსაზრებების გაზიარების უნარს .
პროექტის მიზნები არის მოსწავლეებმა იცოდნენ პროექტზე მუშაობა,კვლევა-ძიება,დაგეგმვის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარის განვითარება. კვლევა-ძიების საფუძველზე დავადგინეთ, რომ ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება და ბიოგრაფია ბევრ სიახლეს და ინტერეს იწვევს.
პროექტში მონაწილეთა ასაკი: ქვედა აჭყვას სახაროს სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები;
პროექტის ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა
პროექტის მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გაიზარდოს დაინტერესება ხელოვნების მიმართ, განუვითარდეთ რენესანსური აღორძინების ხანის ერთ ერთი მიმდევარის შემოქმედების ასახული ფასეულობების ფასეულობა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. განუვითარდეს პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება; განუმტკიცდეთ კვლევა- ძიების უნარი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ენციკლოპედია, ინტერნეტი. სურათები, რომელზეც აღბეჭდილია და ვინჩის ქმნილებები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) მოსწავლეთა ორ ჯგუფს დავალებული ჰქონდათ მოეძიათ მასალა ინტერნეტში ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის სხვადასხვა ისტორიული წყაროები.
პროექტის მსვლელობა:
I ჯგუფმა მოიძია და დაამუშავა ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება და მოგვაწოდა ასეთი ინფორმაცია,რომ კველივის შედეგად დადგინდა ,რომ რენესანსი იტალიაში ჩაისახა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა. იტალიურად.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადებას” ნიშნავს. ის ძირითადად XIV-XVI საუკუნეებს მოიცავს და ”აღორძინების” სახელითაცაა ცნობილი. მართლაც, შუასაუკუნეების ასკეტიზმის ფონზე, სადაც ადმიანები მთლიანად ორიენტირებულნი იყვნენ რელიგიაზე და ეკლესიაზე, მოხდა ანტიკური ტრადიციების აღორძინება, ანუ ამ პერიოდიდან ადამიანებმა გადაწყვიტეს რწმენისა და სულიერების პარალელურად მეტი ყურადღება დაეთმოთ მეცნიერებითვის, შემეცნებისთვისა და საკუთარი სხეულისთვის. სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა ცნობილი და უნიკალური შემოქმედი ლეონარდო და ვინჩი. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო.მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა” და ფრესკა ”საიდუმლო სერობა”, რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ-ერთი კარის თავზეა დახატული. კომპოზიციაში არ ჩანს რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს. (სხვათაშორის ის კვეთდა უპატრონო გვამებსაც, რომ ადამიანის კუნთოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი შეესწავლა), ასევე მან იცოდა ე. წ. ”ჟესტების ენა”, რაც ოსტატურად გამოიყენა სურათის შექმნისას. ყველა მოწაფეს სხვადასხვა განცდა აღებეჭდება სახეზე და სხვადასხვა ჟესტით გამოირჩევა. მათი ჯგუფები რენესანსის ეპოქისათვის დამახასიათებელ სამკუთხედებს ქმნიან, ქრისტეს ფიგურა კი მარტოა ცენტრალურ სამკუთხედში მოთავსებული. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებოდა ზეთის საღებავი, ლეონარდომ ექსპერიმენტი ჩაატარა, ტემპერის საღებავში ზეთი და დამატებითი მინერალები გაურია, და ამ მასალით დახატა ფრესკა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ფრესკამ დაშლა დაიწყო, რამდენიმე რესტავრაციის შემდეგაც კი ვერ ხერხდება მისი შენარჩუნება. და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” (გამოფენილია ლუვრის მუზეუმში (პარიზი, საფრანგეთი) იგივე ”ჯოკონდას” (ეს ქალბატონი ჯოკონდოს მეუღლე იყო) პორტრეტი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა თეძოებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. 1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. ქურდმა ასეთი რამ თქვა სასამართლოზე: ჯოკონდა არის იტალიის საკუთრება და მე მინდოდა იგი იტალიაში დამებრუნებინა. ამის შემდეგ იტალიელებმა იგი ეროვნულ გმირად აღიარეს.ვაზარი აქებს ნახატის ხარისხს: ”თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალ ადამიანებს… ნაზი ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა დაკვირვებით მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…სწორედ ამ შთაბეჭდილების ბრალი იყო, რომ სურათს რამდენჯერმე ესროლეს სხვადასხვა ნივთები, ზოგმა მისი გაჭრა მოიდომა, ზოგმა კი ულვაშების მიხატვა (მხატვარმა მარსელ დუშანმა, ჯოკონდას ასლს ულვაშები მიახატა და საკუთარ ქმნილებად გამოაცხადა)..
II ჯგუფმა მოიძია და დაამუშავა ლეონარდო და ვინჩის მეცნიერული და ფერწერული შემოქმედება. მას ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე; დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, მის ჩანახატებში ვხვდებით ტანკის, ტყვიამფრქვევის, ველოსიპედის, თვითმფრინავის, თხილამურების და სხვ. ესკიზებს. ამ ნივთებს, რა თქმა უნდა, ისეთი სახეები არ აქვთ, როგორც დღეს, მაგრამ შინარსობრივი დატვირთვა ზუსტად იდენტური აქვთ, ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი ლეონარდოს მათ პირველ გამომგონებლადაც თვლის. არსებობს გადმოცემა რომ და ვინჩი დროის მანქანაზეც მუშაობდა. თავის დღიურებში და ვინჩი სარკის მეშვეობით მარჯვნიდან მარცხნივ წერდა. ბევრს მიაჩნია, რომ ამ გზით და ვინჩი თავისი გამოგონებების გასაიდუმლოენას ცდილობდა. სხვა ვერსიით, სარკის კალიგრაფია და ვინჩის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს.
ფერწერული ნამუშევრები:
ნათლისღება (1472-1475) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
ხარება (1475-1480) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
ჯინევრა დე ბენჩი (1475) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ.
ბენუას მადონა (1478-1480) – ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მადონა ყვავილით (1478-1481) – ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი, გერმანია
მოგვთა თაყვანისცემა (1481) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
კლდეთა მადონა (1483-1486) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
ქალი ჯერმელინით (1488-1490) – ჩარტორისკის მუზეუმი, ვარშავა, პოლონეთი
მისუკოსის პორტრეტი (1490) – პინაკოთეკა ამბროზიანა, მილანი, იტალია
მადონა ლიტა (1490-1491) – ერმიტრაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
ლამაზი შუბლსაკრავი (1495-1498) ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
საიდუმლო სერობა (1498) – სანტა მარია დელლე გრაციე, მილანი, იტალია
მადონა და ყრმა წმინდა ანასთან და წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად (1499-1500) – ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მადონა თირისტარით 1501 – (ორიგინალი დაკარგულია)
მონა ლიზა (1503-1505/15070) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
კლდეთა მადონა (1508) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ.
ლედა და გედი (1508) – (გადარჩენილია მხოლოდ ასლები – ყველაზე ცნობილი) ბორგეზეს გალერეა, რომი იტალია
მადონა და ყრმა წმინდა ანასთან ერთად (1510) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
წმინდა იოანე ნათლისმცემელი (1514) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
ბახუსი (1515) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
და ვინჩის გენიალურმა კონ სტრუქციულმა აღმოჩენებმა ბევრად გაუსწრო იმ ეპოქას ,რომელშიც ის მოღვაწეობდა
ეს ტანკის მოდელია. თქვენ ხედავთ ლულას და ჩასაჯდომს ზემოთ.იმ დროს კი როდესაც ლეონარდო მოღვაწეობდა არამცთუ ტანკი არამედ ზარბაზანიც კი არ იყო გამოგონებული
ცნობილია, რომ ის იპარავდა უპატრონო გვამებს და საიდუმლოდ კვეთდა მათ. ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა კუნთების, ძვლების, სხვადასხვა ორგანოს აგებულება. ჩვენამდე მოაღწია ადამიანის მუსკულატურის, სისხლძარღვოვანი სისტემის, ჩონჩხის მის მიერ შესრულებულმა მრავალმა ჩანახატმა. მას დედის წიაღში მყოფი ნაყოფის ფორმა, მოძრაობა და მდგომარეობაც აინტერესებდა, რასაც არაერთი ჩანახატი ადასტურებს.
პირველი სამედიცონო ატლასის შექმნა მისი დამსახურებაა..ის დაუღალავად შრომობდა ყოველ პროექტზე,რადგანაც
სურდა ყოველივე გაურკვეველისათვის ფარდა აეხადა და ჭეშმარიტება ეპოვა.
თავის დღიურებში და ვინჩი სარკის მეშვეობით მარჯვნიდან მარცხნივ წერდა. ბევრს მიაჩნია, რომ ამ გზით და ვინჩი თავისი გამოგონებების გასაიდუმლოენას ცდილობდა. სხვა ვერსიით, სარკის კალიგრაფია და ვინჩის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს.სურდა ყოველივე გაურკვეველისათვის ფარდა აეხადა და ჭეშმარიტება ეპოვა.
და ვინჩიმ პირველად ახსნა, თუ რატომაა ცა ლურჯი. ის წერს: ” ლურჯი ფერი წარმოიქმნება ჰაერის ნაწილების ერთობლიობით, რომელიც მოთავსებულია დედამიწასა და ზემოთ არსებულ სიშავეს შორის."
სამზრეულო მოწყობილობების შექმნის გვერდით მან შემოიღო სუფრის ეტიკეტი.ხელსახოცების გამოყენების კულტურა მისი დამკვიდრებულია.
იდუმალებითაა მოცული მისი შედევრები: "საიდუმლო სერობა"
"მონა ლიზა-ჯოკონდა"
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი,იდუმალი და ამოუცნობი ღიმილი
მისი შემოქმედება იწვევს კითხვებს,პასუხი რომელძედაც დაუსრულებლად შეიძლება გაეცეს და ვინჩი არასოდეს ასრულებდა თავის ნაშრომებს,რადგანაც თვლიდა-"დაუსრულებლობა-ეს არის სიცოცხლის აუცილებელი დეტალი"
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი,იდუმალი და ამოუცნობი ღიმილი
მისი შემოქმედება იწვევს კითხვებს,პასუხი რომელძედაც დაუსრულებლად შეიძლება გაეცეს და ვინჩი არასოდეს ასრულებდა თავის ნაშრომებს,რადგანაც თვლიდა-"დაუსრულებლობა-ეს არის სიცოცხლის აუცილებელი დეტალი"
ეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. ვაზარის გადმოცემით, იგი სიკვდილის წინ ბოდიშს იხდიდა იმის გამო, რომ მისი ხელოვნება არ იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო., რადგან თვლიდა "დაუსრულებლობა- ეს არის სიცოცხლის აუცილებელი დეტალი". ამით ორივე ჯგუფის წევრებმა გაუზიარეს თავისი შეხედულებები და სიახლეები. ხელოვნება ხომ ჩვენი ცხოვრების ერთერთი უმთავრესი ნაწილია, რომელსაც ვეცნობით და ჩვენში ბადებს ახალ და საინტერესო სიახლეებს. ის ანვითარებს საზოგადოებას და ასწავლის წარსული დროის პატივისცემას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. ხელოვნება, ფიზიკა, ბოტანიკა, ბიოლოგია.
პროქტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ ფალავანდიშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tamria1982@gmail.com;
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: -tamarpalavandishvili.blogspot.com